ვალუტის კურსები: 1 USD - 2.8714₾ | 1 EUR - 3.2191₾

General conditions

შპს „ექსპანდია“-ს ძირითადი სახელშეკრულებო პირობები
(მომსახურების მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობები)

 

ტერმინთა განმარტება

  1. შემსრულებელი- შპს „ექსპანდია“,  რეგისტრირებული მისამართზე თბილისი, ბესიკის ქუჩა N4, 0108, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი-406191758.
  2. შემკვეთი-ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს მომსახურებას შემსრულებლისგან, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
  3. ხელშეკრულება- წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მისამართის მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომელიც დადებულია შემსრულებელსა და  შემკვეთს შორის.
  4. შემკვეთის წარმომადგენელი- ფიზიკური პირი ( მეწარმე) ან  იურიდიული პირის წესდებით გათვალისწინებული პირი, რომელიც უფლებამოსილია მინდობილობის საფუძველზე ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას შემკვეთის სახელით.
  5. პროგრამა-შემსულებლის მომსახურებების მკაცრი ჩამონათვალი, რომლითაც გათვალისწინებულია მომსახურების რაოდენობა და საფასური. მომსახურების პირობები გათვალისწინებულია შემსულებლის და შემკვეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.
  6. ფასების სია-შემსრულებლის მიერ შემოთავაზებული მომსახურებების ფასები, რომელიც განთავსებულია შემსულებლის ვებ.გვერდზე  https://www.tbilisivirtualoffice.com. შემსულებლი იტოვებს უფლებას,  რომ საჭიროებისამებრ განაახლოს ფასების სია.  
  7. რეგისტრაციის ადგილის მინიჭება-შემკვეთს შეუძლია აირჩიოს შემსულებლის მიერ შემოთავაზებული მისამართები სამეწარმეო რეესტრში მითითების მიზნით. ეს არ ანიჭებს შემკვეთს უფლებამოსილებას ფართის ფაქტობრივ ფლობაზე.
  8. გადახდის დოკუმენტი-ანგარიშ-ფაქტურა PDF-ფორმატში ეგზავნება შემკვეთს, ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.    

ძირითადი პირობები

  1. მომსახურების შემსულებელი არის ფართის მესაკუთრე ან/და ფართის მესაკუთრის საქმიანი პარტნიორი. ფართის ქირავნობის შემთვევაში, მესაკუთრესთან დადებულია ქირავნობის გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე თანახმაა, რომ მისი ფართი გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულებით  გათვალისწინებული მიზნებისთვის.
  2. შემკვეთს უფლება აქვს დაარეგისტრიროს საქმიანობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე. ამ მიზნით მესაკუთრე აცხადებს თანხმობას, რომ მის საკუთრებაში არსებული იურიდიულ მისამართი გამოყენებულ იქნეს სამეწარმეო რეესტრში, როგორც კომპანიის რეგისტრაციის მისამართი. შემსულებელი ვალდებულია მესაკუთრის მიერ განცხადებული თანხმობა ხელშეკრულების ხელმოწერიდან და პირველი გადახდიდან 15 დღის ვადაში მიაწოდოს კლიენტს.
  3. შემსულებელი ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედება, რომელიც უკავშირდება შემკვეთისთვის მისამართის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
  4. შემკვეთს გაცნობიერებული აქვს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართის მინიჭება არ წარმოშობს აღნიშნულ მისამართზე არსებული ფართის ფაქტობრივი ფლობის უფლებას, მასთან დაკავშირებული ნიშნების განთვსებას ან/და მოძრავი აქტივების შენახვის უფლებას.
  5. შემკვეთის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების არჩევა ხდება მომსახურების მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებისას. დამატებითი მომსახურებების  მიწოდების შესახებ, მხარეები თანხმდებიან ზეპირი ან წერილობითი ფორმით (მაგ. შეხვედრების ოთახების ქირავნობა). ასეთ დროს, მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ.
  6. შემკვეთი უფლებამოსილია მომსახურებაში ცვლილებების შეტანის შესახებ აცნობოს მეორე მხარეს ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მხარეებს შორის არსებული ბოლო კომუნიკაციის წყარო. დამატებითი სერვისების მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელმა მოთხოვნა უნდა განახორციელოს დაუყონებლივ. ხოლო საფასურთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება ხდება შემკვეთთან შეთანხმების საფუძველზე.
  7. შემკვეთი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს შემსულებელს ინფორმაცია მის საიდენტიფიკაციო, ინვოისისა და საკონტაქტო მონაცემებში ყოველგვარ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების მიწოდებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ შემკვეთი არ მოახდენს დროულ შეტყობინებას, შემსრულებელი იტოვებს უფლებას შეაჩეროს მომსახურების მიწოდება ან არ იყოს პასუხისმგებელი მომსახურების სრულად მიწოდებაზე.
  8. შემკვეთი ვალდებულია შეატყობინოს მიმწოდებელს ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობითი ფორმით. შემსრულებლის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი მას მიაწვდის არასწორ ან ძველ ინფორმაციას. შემსრულებელი ცვლილებებს ახორციელებს  ინფორმაციას მიღებიდან არაუმეტეს 30-ე კალენდარული დღისა.
  9. შემსულებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს შემკვეთს ყოველგვარი გარემოებების შესახებ, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად შეაფერხოს მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  10. შემკვეთი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს წერილობით შემსრულებელს, მომსახურების ხარვეზთან, მომსახურების მიუღებლობასთან, ნაწილობრივ მიწოდებასთან  ან მომსახურების მიღების შეჩერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება შემსრულებელს. შემსრულებელი ვალდებულია აღმოფხვრას თავის მხრივ ყოველგვარი ხარვეზი 5 დღის განმავლობაში, თუ ამას ხელს არ უშლის ობიექტური გარემოება.
  11. მე-10 პუნქტში მითითებული შენიშნვნები არ ახდენს ზეგავლენას შეთანხმებულ ფასსა და ვადებზე. შემკვეთს არ აქვს უფლება წამოაყენოს მოთხოვნები, რომელიც არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. შემკვეთი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა შემსრულებლის მხრიდან მომსახურების მიუწოდებლობით ან არასწორად მიწოდებით. ასეთ შემთვევაში, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებდეს 50 ლარს (ორმოცდაათ ლარს).
  12. მიწოდებული მომსახურების ოდენობის შეცვლა შესაძლებელია სტანდარტული ოდენობის აღიცხვის პერიოდის გაზრდიდან ამ პერიოდის დასრულებამდე. აღნიშნული პერიოდი შეესაბამება ერთ კალენდარულ თვეს  ყველა მომსახურების მიმღებისთვის.
    1.    საფოსტო ყუთების მომსახურებით სარგებლობისას, შემსულებელი უფლებამოსილია შემკვეთს შეატყობინოს მიღებული შეტყობინებების ზღვრულ ოდენობასთან 100 ცალი/თვეში მიღებასთან დაკავშირებით.  თუმცა, მიმწოდებელი არ არის ვალდებული შეატყობინოს შემკვეთს სხვა მიღებებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია უფრო მაღალსტანდარტული სერვისით  სარგებლობა.
    2.    სატელეფონო ხაზით მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში,  შემსულებელს უფლება აქვს მოითხოვოს შემკვეთის მომსახურების უფრო დიდი პაკეტით სარგებლობა თუ სატელეფონო ზარების ზღვრული დონე 30 ზარი/თვეში აჭარებს შეთავაზებულ/შეძენილ პაკეტს.
  13. შემკვეთი გადასცემს შემსულებელს უფლებას შეაგროვოს და გამოიყენოს შემკვეთის მიერ მოწოდებული მონაცემები მომსახურების გაწევის ან მარკეტინგული მიზნებისთვის. შემსულებელი ვალდებულია შემკვეთის პერსონალური მონაცემები დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. შემსულებელი უფლებამოსილია შემკვეთის მონაცემები მიაწოდოს მის ქვეკონტრაქტორებს, კლიენტებს ან კლიენტთა ჯგუფსა და სახელმწიფო ორგანოებს, რომლებისთვისაც მონაცემების მიწოდება ხდება შემკვეთის თანხმობის საფუძველზე.
  14. შემსულებელი უფლებამოსილია მიიღოს და შეინახოს შემკვეთის ან მისი წარმომადგენლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი შემსულებელის საჭიროებებიდან გამომდინარე. ასლი ხელშეუხებელია და გამოიყენება მხოლოდ შემსულებელის მხრიდან შემკვეთის იდენტიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე.  

შემსრულებელის ვალდებულებები

  1. მომსახურების გაწევასთან ერთად შემსრულებელი ვალდებულია მიიღოს და გააგზავნოს შემკვეთთან ყოველგვარი გზავნილი, ხელშეკრულებაში შეთანხმებული მითითების შესაბამისად.
  2. შემსრულებელი არ არის ვალდებული მიიღოს ისეთი გზავნილი, რომელიც იწვევს დამატებითი კომპენსაციის გადახდას, თუ არ არის კლიენტთან წინასწარ შეთანხმებული. შემსრულებელი არ მიიღებს ისეთ ამანათებს, რომლებიც აღემატება 5 კგ-ს და 45 სმ-ს ან 0,03 კუბურ მეტრს, და/ან წარმოადგენს აკრძალულ პროდუქციას, მალფუჭებად საქონელს ან ცხოველებს. შემსრულებელი უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ დააბრუნოს ნებისმიერი ნივთი, ან უარი თქვას საფოსტო გზავნილების მიღებაზე, თუ ამანათი აღემატება მითითებულ ზომებს  (მაგალითად, თუ საერთო მოცულობა აღემატება 160 სმ-ს, ან 5კგ-ს) ან თვლის უკანონოდ. შემსრულებელი უფლებას იტოვებს, შემკვეთის მხრიდან ფოსტის წამღებს მოსთხოვოს პირადობის მოწმობის წარდგენა.
  3. შემკვეთი თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრირებული ფოსტის მიღება შესაძლებელია მისამართზე საქართველო, თბილისი, ბესიკის ქუჩა N4.
  4. საქართველოს ფოსტით სარგებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი არ არის ვალდებული გააგზავნოს 1 კგ-ზე მეტი წონის ამანათი.
  5. იმ შემთხვევაში, როდესაც შემკვეთს ენიჭება პირადი სატელეფონო ნომერი და ოპერატორი, შემსრულებელი ვალდებულია:
    1.    შემკვეთის სურვილისამებრ, მიაწოდოს სატელეფონო ნომერი, რომელსაც იგი აირჩევს ხელმისაწვდომი ნომრებიდან,  ხელშეკრულების შესაბამისად;
    2.    ოპერატორმა უპასუხოს შემოსულ ზარებს აღნიშნულ ნომერზე.
  6. სატელეფონო ნომრის მინიჭებისას და ასისტენტის მომსახურებით სარგებლობისას, თუ ფარული ნომრისგან დაფიქსირდება ზარი, ტექნიკურად არ არის შესაძლებელი ზარის კლიენტთან გადართვა.
  7. თუ შემკვეთი ითხოვს ფოსტის გადამისამართებას მის მიერ მითითებულ მისამართზე, ფასი განისაზღვრება შპს „ექსპანდია“-ს მიმდინარე ფასების შესაბამისად.

შემკვეთის ვალდებულებები

  1. შემკვეთი ვალდებულია მოახდინოს საფასურის დროულად გადახდა ხელშეკრულების პირობებისა და ვადების შესაბამისად.
  2. შემკვეთს არ შეუძლია შემსრულებლის სატელეფონო ნომრის გამოყენება სარეკლამო მიზნებისთვის, რომელიც შემკვეთს ენიჭება პროგრამის ფარგლებში.

გადახდის პირობები

  1. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ შერჩეული პროგრამის საფასური, მომსახურების მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ან სხვა წერილობითი შეთანხმების პირობების შესაბამისად
  2. შემსრულებელი იღებს საფასურს, კლიენტისთვის მიწოდებული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. რეგისტრაციის ადგილის მინიჭებისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდა ხორციელდება წინა თვის 10 რიცხვში. თუ მხარეებს შორის არ არის რამე კონკრეტული შეთანხმება, მაშინ გადახდა ხორციელდება სამი თვის საფასურის გადახდით (90 დღე) ან მიმდინარე წლის საფასურის გადახდით (365 დღე), რომელიც აითვლება მომსახურების მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. პირველადი გადახდა ხდება  ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
  3. გადახდა განხორციელებულად ჩაითვლება იმ დღეს, როდესაც შემსრულებლის ანგარიშზე დაირიცხება თანხა, ან  შემსრულებლის სათაო ოფისში ან ფილიალში მოხდება ნაღდი ანგარიშწორებით გადახდა. შემკვეთის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 0,25%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საფასურის სრულ დაფარვამდე.
  4. შემსრულებელი შემკვეთს უგზავნის პირველად შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მეორე შეხსენების გაგზავნა ხორციელდება რეგისტრირებული წერილის საშუალებით და ამ შემთხვევაში, შემსრულებელი აკისრებს შემკვეთს გაგზავნისთვის საჭირო საფასურის გადახდას-15 ლარის ოდენობით. ყოველი მომდევნო შეტყობინება იგზავნე იურიდიული სამსახურის მეშვეობით ადვოკატის ხარჯის გათვალისწინებით (ერთჯერადი გადასახი 30 ლარი). ასეთ შემთხვევაში, მხარეები ყველანაირად ეცდებიან დავის მოგვარებას მორიგების გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  5. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ გადაიხდის მომსახურებით გათვალისწინებულ საფასურს, შემსრულებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს  მონაცემების წაშლას რეგისტრირებული მისამართიდან და  ფოსტის მიწოდების შეწყვეტას. შემსრულებელი განიხლივას შემკვეთს, როგორც „უმოქმედო პირს“, რომლისთვისაც აღარ ხორციელდება მომსახურების მიწოდება. გამონაკლისია შემთხვევა, როცა საფასურის გადახდა ხდება არაჯეროვნად. მომსახურების მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა, არ ათავისუფლებს შემკვეთს საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთანავე, შემკვეთს არ გააჩნია კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
  6. შემკვეთი ვალდებულია სამეწარმეო რეესტრს და შემოსავლების სამსახურს, ან ყველა შესაბამის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ყოველგვარ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება რეგისტრაციის მისამართს ან საქმიანობის განხორციელების ადგილს, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ან ვადის გასვლიდან 15 დღის განმავლობაში. თუ შემკვეთი აღნიშნულ ქმედებას არ შეასრულებს, ამას განახორციელებს შემსრულებელი (ან მესაკუთრე) ყველა სამომავლო იურიდიული შედეგის გათვალისწინებით.
  7. თუ შემკვეთი იურიდიული პირია და ის არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად დათქმულ დროსა და ადგილას, მაშინ წესდებით გათვალისწინებული ხელმომწერი პირი (ან მინდობილი პირი) ვალდებულია, როგორც ფიხიკური პირი, სრულად განახორციელოს შემკვეთის არსებული ვალების გადახდა შემსრულებლის მიმართ, ხელშეკრულების საფუძველზე.
  8. ანგარიშისას დაშვებული შეცდომები შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს 30 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ შემკვეთი ეთანხმება თანხის ოდენობას, რომლის გადახდის ვალდებულებაც აკისრია შემსრულებლის წინაშე.
  9. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს შემსრულებლისთვის მიყენებული  ზიანი (როგორც ფაქტობრივი, ასევე მიუღებელი სარგებელი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას ან ძირითადი პირობების დარღვევისათვის.

მომსახურების მინიჭებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეცვლა ან შეწყვეტა

  1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ  ხელმოწერის დღიდან.
  2. ხელშეკრულება იდება გარკვეული დროით (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ყველა შემთხვევისთვის არანაკლებ ერთი წლით.
  3. შეთანხმება, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის ხელშეკრულების პირობებთან, შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
  4. ძირითადი პირობები შემსრულებელსა და შემკვეთს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების ძირითადი პირობებისა და ხელშეკრულებას შორის არსებული ნებისმიერი შეუსაბამობის  წარმოქმნის შემთხვევაში, წერილობით ხელშეკრულებას უპირატესი ძალა გააჩნია.
  5. მომსახურებების მიწოდება ხორციელდება მანამ, სანამ ძალაშია ხელშეკრულება. მომსახურებების მიწოდება შესაძლებელია შეწყდეს:
    1. ობიექტური,  შემსრულებლისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, რომელიც აფერხებს მომსახურების მიწოდებას;
    2. ხელშეკრულების შეჩერების (28-ე მუხლი) ან შეწყვეტის (38-ე მუხლი) შემთხვევაში.
  6. შემსრულებელს უფლება აქვს შეწყვიტოს მომსახურების გაწევა და გავიდეს ხელშეკრულებიდან შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების არსებითად  დარღვევის შემთხვევაში. შემკვეთის მხრიდან მატერიალური დარღვევად ჩაითვლება:
    1. შემკვეთის მხრიდან გადაუხდელობა 30 დღის განმავლობაში;
    2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითი დარღვევა ან/და ჯეროვნად გადაუხდელობა;
    3. მომსახურების მიღება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
  7. ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ორმხრივი თანხმობის საფუძველზე.
  8. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება წერილობითი განცხადების საფუძველზე, მიზეზის მითითების გარეშე. შეტყობინების ვადა განისაზღვრება სამი თვით. ათვლა იწყება  თვის პირველ დღეს, როცა მხარისთვის მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეტყობინების გაგზავნა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ექსპანდია“-ს მისამართია: თბილისი, ბესიკის ქუჩა N4, 0108.  თუ დაკლებული ფასის გადახდა მოხდა (გადახდა 12 ან 24 თვის საფასურის), ხელშეკრულების შეწყვეტა არ შეიძლება მის დასრულებამდე.
  9. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, თუ არის თანხა გადამეტებით გადახდილი, შემსრულებელი არ არის ვალდებული სერვისებისთვის წინასწარ გადახდილი თანხა უკან დააბრუნოს. ასეთ შემთხვევაში, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოხდეს გადახდილი ზედმეტი თანხის გადახდის გადავადება და ეს გავა "სერვისების მიწოდების დამატებით პერიოდში''. ჯარიმის გადახდა მოხდება ზედმეტად გადახდილი თანხით, თანხის უკან დაბრუნების ფორმით.

დამატებითი დებულებები

  1. ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შემკვეთი ვალდებულია (მისამართის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებამდე) გადაიხადოს რეგისტრაციის მისამართის გამოყენებისთვის არსებული ხარჯები (დღიური საშუალო საფასური 1/365 წლიური გადასახადი). ეს შეთანხმება მოქმედებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის დღიდან თხუთმეტი დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, რეგისტრირებული მისამართის თვითნებური გამოყენებისთვის, შემკვეთს დაეკისრება ყოველ დღეზე 10 ლარი ჯარიმის სახით.
  2. ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ შემსრულებელი ვალდებულია შეაგროვოს შემკვეთისთვის განკუთვნილი ფოსტა, რეგისტრირებული საფოსტო გზავნილებისა და ამანათების გარდა, რომელსაც სჭირდება დამოწმება ხელმოწერით. აღნიშნული ფოსტის მიღება შესაძლებელია ექვსი თვის განმავლობაში შემსრულებლის მისამართზე თბილისი, ბესიკის ქუჩა 4, 0108. ზემოთ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კორესპონდენცია განადგურებული იქნება დოკუმენტალური წესით.
  3. შემკვეთი ადასტურებს, რომ შემსრულებელი ატყობინებს შემკვეთს ყოველგვარი რეგისტრირებული ფოსტის მიღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ შემკვეთი ვერ ახერხებს ფოსტის წაღებას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, ის ჩაითვლება მიღებულად.

დასკვნითი დებულებები

  1. თუ დავის გადაწყვეტა  შეუძლებელია მორიგების გზით, მაშინ შემსრულებელი და შემკვეთი თანმხდებიან მიმართონ ადგილობრივ სასამართლოს შემსრულებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
  2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი პირობები მთლიანად ცვლის შემსრულებელსა და შემკვეთს შორის აქამდე დადებულ ზეპირ თუ წერილობითი შეთანხმებებს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  3. ხელშეკრულების ხელმოწერით, შემკვეთი აცხადებს, რომ გაეცნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად პირობებს. ძირითადი პირობები და დებულებები ასევე ხელმისაწვდომია ვებ. გვერდზე https://www.tbilisivirtualoffice.com/-term-and-conditions.


ძირითადი პირობები და დებულებები ძალაში შედის 2017 წლის 1 თებერვლიდან.

კომპანიის პრემიუმ-საიტი
შეგიძლიათ ეწვიოთ
კვირაში 7 დღე

Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
ან     0800 000 020

PREMIUM SITE FOR COMPANIES
YOU CAN VISIT
7 DAYS IN THE WEEK

Besiki Business Center, Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
Positive SSL