ვალუტის კურსები: 1 USD - 2.7559₾ | 1 EUR - 3.0907₾

თბილისის ვირტუალური ოფისის უპირატესობანი

virtual office, meeting room

ჩვენ არ ვართ უბრალოდ „ვირტუალური ოფისი“, ჩვენ ვართ რეალური ოფისი ვირტუალური ოფისის ფასად, რადგან:

1. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი კლიენტებისა და საქმიანი პარტნიორების დახვედრას. მომსახურება ხელმისაწვდომია თბილისის ვირტუალური ოფისის საოფისე ცენტრში მისამართზე: ბესიკის ბიზნეს-ცენტრი, ბესიკის ქუჩა #4, თბილისი (რუსთაველის გამზირიდან 20მ).

2. ჩვენ გთავაზობთ სამუშაო სივრცით მომსახურებას, სადაც  შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ეფექტურად მართოთ კომპანია. ამასთანავე,  შეგიძლიათ ისარგებლოთ შეხვედრების ოთახებით თვეში 3 საათი უფასოდ.

3. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მთელი კვირის განმავლობაში  თქვენს ფოსტის მართვას.. ასევე, თვალყურს ვადევნებთ თქვენს შიდა ელექტრონულ ფოსტას Assistant24 - მომხმარებლის პორტალზე და გაწვდით ყველანაირ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების SMS -ის საშუალებით. ამის გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ფოსტის, EMS, DHL ან FedEx-ის მომსახურებით.

4. თბილისის ვირტუალური ოფისით სარგებლობისას, საშუალება გექნებათ ჩვენთან შეინახოთ  მნიშვნელოვანი კორპორატიული დოკუმენტები, სარეკლამო და სავიზიტო ბარათები.

5. ჩვენი მომსახურების ფარგლებში, გთავაზობთ პირად სატელეფონო ხაზს თანაშემწის სერვისთან ერთად, რომელიც შემოსულ შეტყობინებებს და ზარებს თქვენი კომპანიის სახელით უპასუხებს. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-დან 15:00-საათამდე.

6. მნიშვნელოვანი შეხვედრებისას, შესაძლებლობა გექნებათ თქვენი კომპანიის ლოგო განათავსოთ მიმღებში არსებულ სარეკლამო პანელზე.

7. თბილისის ვირტუალური ოფისით სარგებლობისას, თქვენი პირადი თანაშემწე იქნება თქვენი წარმომადგენელი ბანკში, სანოტარო ბიუროში, საგადასახადო ორგანოებში, ასევე დაგეხმარებათ ფოსტის მართვაში, საბანკო ანგარიშის გახსნაში და სხვა შესაბამის საქმიანობებში.

 

პრემიუმ-ვირტუალური ოფისით სარგებლობა შეგიძლიათ ჩვენს სათაო ოფისში თბილისში, ბესიკის ბიზნეს ცენტრში, ბესიკის 4 (რუსთაველის გამზირთან ახლოს).

 

სპეციალური შემოთავაზებები და ბონუსები

 

კომპანიის რეგისტრაციის ადგილის ცვლილება

ბონუს-კრედიტი 20 ლარი

ბეჭდვა,ასლის გადაღება და ნესპრესო უფასოდ

შეხვედრების ოთახის 3 საათით სარგებლობა უფასოდ

SMS-შეტყობინება უფასოდ

Company headquarters change welcome credit Free printing Free meeting room 3 hours every month SMS notification for free
რეგიტრირებული ოფისის ცვლილებას ჩვენგან მიიღებთ უფასოდ. თქვენ იხდით მხოლოდ ბეჭდის და ნოტარიუსის მომსახურების გადასახადს (საჭიროების შემთხვევაში). მიიღეთ   20 ლარის ბონუს-კრედიტი ფოსტის გადამისამართებისა ან შეხვედრების ოთახების ქირაობის სერვისით სარგებლობისას. ასლის გადაღება და ბეჭდვა უფასოდ, ნესპრესო მისაღებში. ყოველ თვე პატარა შეხვედრების ოთახით უფასოდ სარგებლობა 3 საათის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დიდი ოთახით სარგებლობა. SMS-შეტყობინების მიღება თქვენს მობილურ ტელეფონზე მიღებულ გზავნილებთან, ფოსტასთან ან მომხმარებლის პორტალთან Assistant24 დაკავშირებით.

 

პრემიუმ კლასის ვირტუალური ოფისი და შეხვედრების ოთახი ბიზნეს სივრცეში

Business Lounge with free drinks and relax music Meeting rooms for rent Tbilisi Office Center Tbilisi Reception, serviced offices
ბიზნეს სივრცე დასვენების სივრცით და უფასო გამაგრილებელი სასმელით შეხვედრების ოთახები საათობრივად თანამედროვე და სრულად აღჭურვილი ოფისი მიღების სერვისი 7 დღე კვირაში

 

ვირტუალური ოფისის შემოგარენი

Tbilisi Office surrounding Surrounding,

      

კომპანიის ვირტუალური ოფისი თბილისში, საქართველოში 

Virtual Office Tbilisi, main office

გთავაზობთ კომპანიის რეგისტრირებულ ოფისს თბილისში შემდეგი მომსახურებებით: საფოსტო მომსახურება, ფოსტის მართვა, ამანათების მიღება-გადაგზავნა, ასევე მესაკუთრის თანხმობა იურიდიულ მისამართზე, შეხვედრების ოთახების ქირაობა,  პირადი სატელეფონო ხაზი თანაშემწით და სხვა.   ჩვენი სერვისით სარგებლობა ხელსაყრელია დამწყები ან უკვე არსებული კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ კომპანიის ბიზნეს-მისამართი თბილისის პრესტიჟულ ადგილას სასურველი ლოკაციით.

 

სერვისებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთაც არ სურთ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მითითება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისას.

 

 

                                       ვირტუალური ოფისის მომსახურების  შეკვეთა

 

კომპანიის პრემიუმ-საიტი
შეგიძლიათ ეწვიოთ
კვირაში 7 დღე

Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
ან     0800 000 020

PREMIUM SITE FOR COMPANIES
YOU CAN VISIT
7 DAYS IN THE WEEK

Besiki Business Center, Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
Positive SSL