ვალუტის კურსები: 1 USD - 2.7559₾ | 1 EUR - 3.0907₾

კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისში

კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისში

თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ ვირტუალური ოფისის სერვისით ან უბრალოდ ეძებთ თქვენი ბიზნესისთვის რეგისტრაციის მისამართს თბილისის პრესტიჟულ უბანში, ჩვენი მომსახურებით სარგებლობა საუკეთესო არჩევანია! ჩვენი სერვისებით ხშირად სარგებლობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც რომელთაც სურთ დაზოგონ დრო და ფული! 

რას წარმოადგენს რეგისტრირებული ოფისი?

რეგისტრირებული ოფისის სერვისის ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ ვირტუალური ოფისის სერვისით გათვალისწინებულ სრულ მომსახურებას: კომპანიის სათაო ოფისით სარგებლობა, ვირტუალური ოფისი, შეხვედრების ოთახებით ქირაობა, მიღების სერვისი, ფოსტის მართვა, სატელეფონო ნომრის მინიჭება პირადი თანაშემწის სერვისით და აშ. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ თქვენთვის მესაკუთრის თანხმობას იურიდიულ მისამართზე და ამონაწერის მომზადებას საჯარო რეესტრიდან.


რეგისტრირებული ოფისი კანონთან მიმართებაში

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისთვის აუცილებელია იურიდიული მისამართის მითითება. ამასთანავე, აუცილებელია იურიდიული მისამართის გამოყენებაზე მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ჩვენთან თქვენ გარანტირებულად მიიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას..


რეგისტრირებული ოფისი თბილისის პრესტიჟულ ადგილას

შეგიძლიათ ისარგებლოთ რეგისტრირებული ოფისის სერვისით თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობით თბილისის პრესტიჟულ ადგილას. კომპანიის ხელსაყრელი ლოკაცია წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა! ჩვენი ვირტუალური ოფისი მდებარეობს თბილისის შუაგულში შემდეგი კომპანიებისა და სასტუმროების გვერდით: KPNG, ბრიტანეთის სავიზო ცენტრი, გალერეა თბილისი, Tbilisi Marriott, რუსთაველის გამზირთან ახლოს (30მ), ასევე საქართველოს პარლამენტთან და თავისუფლების მოედნიდან 3 წუთის სავალზე.


ჩვენ გთავაზობთ რეგისტრირებული ოფისს პირადი თანაშემწის მომსახურებასთან ერთად

ჩვენთან თანაშმრომლობის ფარგლებში, გეძლებათ შანსი ისარგებლოთ ვირტუალურ ოფისის მომსახურებით, საკუთარი სატელეფონო ნომრით და თანაშემწის სერვისით, რომელიც ზარებს  თქვენი კომპანიის სახელით უპასუხებს.  

რეგისტრირებული ოფისის სერვისით სარგებლობისას, თქვენ იღებთ ისეთ  დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა: მიღების სერვისი, საფოსტო გზავნილების მიღება-ჩაბარება, მესაკუთრის თანხმობა იურიდიულ მისამართზე და სხვა. ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით  სატელეფონო SMS-ის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თქვენთვის მუდმივ რეჟიმში იმუშავებს პირადი თანაშემწე, რომელიც უპასუხებს შემოსულ ზარებს და შეტყობინებებს თქვენი კომპანიის სახელით.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეხვედრების ოთახების სერვისით. ჩვენი შეხვედრების ოთახები არის სრულად აღჭურვილი აუდიოვიზუალური მოწყობილობით. მომსახურებაში შედის  უფასო გამაგრილებელი სასმელი, ყავა-ჩაი.

რეგისტრირებული ოფისი თქვენი კომფორტისთვის!

აღნიშნული მომსახურება გათვალისწინებულია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ რეგისტრირებული ოფისი თბილისის პრესტიჟულ უბანში და სურთ მიიღონ მრავალფეროვანი მომსახურება  ერთ სივრცეში. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მომსახურებას! გთავაზობთ რეგისტრირებული ოფისით მომსახურებას მინიმალურ ფასად! ფასში გათვალისწინებულია თქვენი კომპანიის სახელწოდების აღნიშვნა მისამართზე, პირადი სატელეფონო ნომერი, ფოსტის მართვა და სხვა. 

გადმოიტანეთ თქვენი რეგისტრირებული მისამართი თბილისის პრესტიჟულ უბანში და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს კლიენტებთან და საქმიან პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვას! 

კომპანიის პრემიუმ-საიტი
შეგიძლიათ ეწვიოთ
კვირაში 7 დღე

Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
ან     0800 000 020

PREMIUM SITE FOR COMPANIES
YOU CAN VISIT
7 DAYS IN THE WEEK

Besiki Business Center, Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
Positive SSL