ვალუტის კურსები: 1 USD - 2.8714₾ | 1 EUR - 3.2191₾

შეხვედრების ოთახის მოკლევადიანი ქირაობა თბილისის ცენტრში

თუ გსურთ ისარგებლოთ სრულად აღჭურვილი და თანამედროვე შეხვედრების ოთახებით თბილისის ცენტრში, ჩვენ დაგეხმარებით! შეხვედრების ოთახების მოკლევადიანი ქირაობა ხელსაყრელი საშუალებაა თქვენი  ბიზნეს შეხვედრების, პრეზენტაციებისა თუ ტრენინგის ჩასატარებლად.
ვირტუალური ოფისის სერვისით სარგებლობა საუკეთესო არჩევანია ახლად შექმნილი დინამიური კომპანიებისთვის და სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. 
იურიდიული მისამართის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, გთავაზობთ თვეში 3 საათით  შეხვედრების ოთახებს უფასოდ.
დაჯავშნეთ მარტივად და ისარგებლეთ სრული სამუშაო კომფორტით!
 

 


ბიზნეს-ლაუნჯი უფასო გამაგრილებელი სასმელით

ჩვენი სტუმრების კომფორტისთვის ვუზრუნველყოფთ ბიზნეს-ლაუნჯის მომსახურებას უფასო სასმელებით (ყავა-ჩაი, ნატურალური და გამაგრილებელი სასმელი). თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე შეხვედრის კვებით  უზრუნველყოფა. ჩვენი პროფესიონალი თანაშემწეები დახვდებიან სტუმრებს მისაღებში და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებიან შეხვედრის წარმატებით წარმართვაში.ამასთანავე, მომსახურებაში  გათვალისწინებულია დოკუმენტების უფასოდ ბეჭდვა და ასლების გადაღება.  ბიზნეს-ლაუნჯის სერვისით სარგებლობისას,  ჩვენ ვუზრუნველყოფთ  შეხვედრებისთვის ნოუთბუქს და მრავალფუნქციური პრინტერით სარგებლობას.

 

სრულიად აღჭურვილი და თანამედროვე შეხვედრების ოთახები საათობრივად

  შეხვედრების ოთახი 6 პერსონაზე

შეხვედრების ოთახი 4 პერსონაზე

   

საათობრივი დაქირავება:

საათობრივი ფასი: 25 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

სრული დღე : 200 ლარი დღგ-ს ჩათვლით (11 საათზე მეტი)
სასმელები: ნესპრესო, ჩაი, წყალი უფასოდ

ლანჩი: დამატებითი გადასახადი

თბილისის ვირტუალური ოფისის კლიენტებისთვის შეხვედრების ოთახის სერვისი თვეში 3 საათი უფასოდ.

საათობრივი დაქირავება:

საათობრივი ფასი: 20 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

სრული დღე : 160 ლარი დღგ-ს ჩათვლით (11 საათამდე)
სასმელები: ნესპრესო, ჩაი, წყალი უფასოდ

ლანჩი: დამატებითი გადასახადი

თბილისის ვირტუალური ოფისის კლიენტებისთვის შეხვედრების ოთახის სერვისი თვეში 3 საათი უფასოდ.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრების ოთახის სარგებლობის პირობები:

დაჯავშნა შესაძლებელია ოფისის სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას (ცენტრის სამუშაო საათებში). თუ თქვენი სამუშაო შეხვედრის დრო არ ემთხვევა აღნიშნულ დროს, შეხვედრების ოთახების ქირაობის ფასი ორმაგდება (სტანდარტულ ფასს+100%). 

ფასის გამოთვლა ხდება საათობრივად.


შეხვედრების ოთახებით სარგებლობისას, თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ყავა, ჩაი და წყაროს წყალი უფასოდ. სხვა სასმელებით და ლანჩით უზრუნველყოფა ხდება დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. დაიქირავეთ შეხვედრების ოთახი თქვენთვის სასურველი დროით!   


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ,  დაგვიკავშირდით!

 

თბილისის ვირტუალური ოფისისის უპირატესობები:

კომპანიის სათაო ოფისის სერვისთან ერთად ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დამატებით მომსახურებებს: ფოსტის მართვა, პირადი სატელეფონო ნომერი თქვენს კლიენტებთან ეფექტური ბიზნეს ურთიერთობებისთვის და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ახალდაფუძნებულ კომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი ბიუჯეტი იმისათვის, რომ იქირაონ ძვირადღირებული საოფისე ფართები და მომუშავე პერსონალი.

ამისათვის ჩვენ გთავაზობთ ვირტუალური ოფისით მომსახურების სერვისს! ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ დრო და თქვენი ბიუჯეტი! ჩვენი პროფესიონალი თანაშემწეების საშუალებით, მიიღებთ  ადმინისტრაციულ მხარდაჭერას და შეძლებთ თქვენს პარტნიორებთან აქტიურ და ეფექტურ ბიზნეს კომუნიკაციას.

 

ადმინისტრაციული საქმიანობის აუთსორსინგი ვირტუალური ოფისის მეშვეობით

ჩვენ უზრუნველვყოფთ შემოსული კორესპონდენციის მიღება-გადამისამართებას, სატელეფონო მომსახურებას, ვებ.საიტით მომსახურებას და თქვენი კომპანიის ინტერნეტ-პრეზენტაციას, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პარკირების მომსახურება

პარკირების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ბიზნეს-ცენტრის სადგომზე (აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა), ან შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის პარკირება ჩვენს ოფისთან საათში 5 ლარად. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი. ოფისი მდებარეობს თავისუფლების მეტრო-სადგურიდან 500 მეტრში. ბიზნეს-ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ლიფტით. 

პირადი ტელეფონის და თანაშემწის სერვისი

პირადი ტელეფონის და თანაშემწის სერვისით სარგებლობა დაკავშირებულია სატელეფონო ხაზის არსებობასთან, რომლის შექმნაზეც პროფესიონალები მუშაობენ. თუ თქვენ ხშირად გიწევთ გადაადგილება, გსურთ დაზოგოთ დრო და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ზარი, ამაში ჩვენი პროფესიონალი ასისტენტები დაგეხმარებიან. ამრიგად, ჩვენი სერვისით სარგებლობისას, არ არსებობს იმის ალბათობა,  რომ თქვენ გამოტოვებთ მნიშვნელოვან სატელეფონო ზარს ან  შეტყობინებას.

 

 

 

კომპანიის პრემიუმ-საიტი
შეგიძლიათ ეწვიოთ
კვირაში 7 დღე

Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
ან     0800 000 020

PREMIUM SITE FOR COMPANIES
YOU CAN VISIT
7 DAYS IN THE WEEK

Besiki Business Center, Besiki 4
Tbilisi, Georgia

  (+995) 558 800 007
Positive SSL